• შემოგვიერთდით
აჭარელმა ჩოხოსნებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს მანუჩარ შერვაძიძე

გასულ კვირას, საპატრიარქოს ჩოხოსანთა აჭარის სადროშოს წევრებმა (მეთაური - თენგიზ თავდგირიძე), უკანასკნელ გზაზე გააცილეს პატრიარქის ჩოხოსანი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, 91 წლის მანუჩარ შერვაშიძე.
ამ ძვირფას ადამიანს 50-მდე როლი ჰქონდა ნათამაშები ქართულ კინოში, თუმცაღა ჩვენთვის მაინც ლეგენდარულ დურუ ხუნჭუად დარჩა ბრწყინვალე ფილმში - „რეკორდი".
გულანთებული მამულიშვილი, ტკბილი და სიკეთით აღსავსე კაცი - მანუჩარ შერვაშიძე - დაუმკვიდროს უფალმა ადგილი სასუფეველში მართალთა შორის !!!

10 მარტი 2022