• შემოგვიერთდით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ყველა მოქმედ ტაძარში, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტის, პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს
ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“
ინიციატივითა და ორგანიზებითა ა.წ. 27 თებერვლიდან,
კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში,
წინმაძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი
პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი ა.შ. )
და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება
უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების
გაწევის მიზნით.
ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს
ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს.
მხარდამჭერი „ჩოხოსანთა საზოგადოება“
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ
ღვთისსათნო საქმეში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

26 თებერვალი 2022