• შემოგვიერთდით
სასამართლო პროცესმა ნათლად წარმოაჩინა რიგი ჟურნალისტის პროვოკაციული სახე - მეუფე გიორგი

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენების შედეგად დაპატიმრებულებს!
 აქვე,მინდა მწუხარება გამოვთქვა მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესებთან დაკავშირებით და თანავუგრძნო ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს!ღმერთმა ინებოს მშვიდობას და სამართლიანობას დაესადრგურებინოს ქვეყანაზე!
 რთულია ყურადღების მიღმა დატოვო ადამიანები,რომელნიც ნახევარ წელიწადზე მეტია ,ზოგიერთი ჟურნალისტის პროვოკაციული ქმედებების გამო,საპყრობილეში იმყოფებიან!დღევანდელმა სასამართლო პროცესმაც ნათლად წარმოაჩინა მათი პროვოკაციული სახე,როდესაც ჟურნალისტმა საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარ პატიმრობაში მყოფებს.ვფიქრობ,საკმარისია ამ ბიჭების საპატიმროში ყოფნა,ისინი უნდა განთავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!
 მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
გიორგი(ჯამდელიანი).
23.02.2022.

22 თებერვალი 2022