საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მშენებარე ტაძარში 2022 წლის 22 თებერვალს პირველი წირვა აღევლინება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ბელარუსში ქართველი წმინდანის სახელობის პირველი მშენებარე ტაძარი, რომელიც მდებარეობს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე.
მშენებარე ტაძრის პროექტირებისას გაითვალისწინეს ძველი ბელარუსული არქიტექტურის ტრადიციები. მისი პროტოტიპი გახდა XVIII ს-ის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ხის ტაძარი.
ეკლესიის შიდა სივრცე ქართული თემატიკის მიხედვით მოეწყობა. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
20 თებერვალი 2022