• შემოგვიერთდით
სამძიმრის წერილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო

  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო
  დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო.
  განგვეშორა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარი, უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა.
  აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბატონი თამაზისათვის ლოცვის ძალა.
  ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

17 თებერვალი 2022