• შემოგვიერთდით
10 თებერვალს მთავარეპისკოპოს ეფრემის ანგელოზის ხსენების დღე აღინიშნა.

10 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში ბოლნისის ეპარქიის მწყემსმთავრის, მთავარეპისკოპოს ეფრემის ანგელოზის ხსენების დღე აღინიშნა.ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში ქალაქ ნაზიბიაში დაიბადა, რომელმაც იღვაწა საღვთო წერილის, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის, მას ეკუთვის მრავალი ლოცვა და საგალობელი. წმიდა მამა, სიმდაბლის გამო თავს ყველაზე უღირსად თვლიდა.

 უკვე 15 წელია ეს დღე  ბოლნისში  ერთგვარ ტრადიციად იქცა, ეპარქია  ზეიმობს  და ერთმანეთს უზიარებენ. სიხარულს  როგორც მთავარეპისკოპოსი ამბობს, ეს ასეც უნდა იყოს, „ჩვენი წმინდანის სახელის ხსენებით უნდა გავიხაროთ, მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ დღეს ერთად ვიყრით თავს და ვმასპინძლობთ ერთმანეთს, თუ ჩამოსულ სტუმრებს“ 

 15 წლი ს წინ, პატრიარქის ხელდასმით, ბოლნისის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა, მოსვლის დღიდან რაღაც გამოუცნობი კრძალვა გაჩნდა ერში, გაცნობის და შეჩვევის რიტუალი თითქოს იჭვნეულად, ფარულად მიმდინარეობდა, ამას ვერც ახალგაზრდა ეპისკოპოსი და ვერც მრევლი გრძნობდა თითქოს, მაგრამ დრო ყველაფერს აწესრიგებსო

და 15 წელიც უსწრაფესად გაილია, მისი ნაკეთები საქმეები ალაპარაკდა. მისი ქადაგებით მოჯადოებული მრევლის რიცხვი კი თანდათანობით გაიზარდა და ვერ მიხვდნენ, როგორ ნელ-ნელა, შეხმატკბილებულად, რუდუნებით შეეთვისნენ ერთმანეთს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი და ბოლნისი თითქოს განუყოფელნი გახდნენ, თითქოს ერთმანეთში გაიგივდნენ და წარმოუდგენელი შეიქმნენ უერთმანეთოდ.

მეუფეს ანგელოზის დღე  საერო და საულიერო პირებმა მიულოცეს,საზეიმო წირვას დაესწრო საპატრიარქოს ჩოხოსანთა  წარმომადგენლები; გამგეობის წვრი გიორგი არღვლიანი,ბოლნისის ჩოხოსანთა სადროშოს მეთაური მირიან ურუმაშვილი და მარნეულის სადროშოს მეთაურის მოადგილე მამუკა ჭიღლაძე.

 

,,ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს ანგელოზის დღე ვულოცავთ, მისი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ბოლნისის  ეპარქიის სულიერი გაძლიერება. მეუფე ეფრემის ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულებისა და პრაქტიკაში განხორციელების ნათელი მაგალითი.მეუფეს დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ განაცხადეს’’- ქვემო ქართლის სადროშოს წარმომადგენლებმა

10 თებერვალი 2022