საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
კვიპროსის მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მან სამთავარეპისკოპოსოს 12 მღვდელი, აუცრელობის გამო, მღვდელმოქმედებიდან 3 თვით განაყენა, მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ინტერნეტში დაწყებულია საპროტესტო კამპანია. მოქალაქეები მთავარეპისკოპოსის გადაყენებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ.
ტექსტში, რომელსაც ამ კამპანიის მონაწილეები ხელს აწერენ, სხვათა შორის, აღნიშნულია ისიც, რომ მთავარეპისკოპოსის ეს გადაწყვეტილება ,,დიქტატორობისა და იძულების უხეში გამოვლენაა და ვითხოვთ, მის დაუყოვნებლივ გადადგომას". - წყარო - "საპატრიარქოს უწყებანი"
10 თებერვალი 2022