• შემოგვიერთდით
ჩარგალში მიხაობა გაიმართა

ჩოხოსანთა საზოგადოების თელავის სადროშოს წევრები,  გიორგი ტალიაურის მეთაურობით, 25 იანვარს,   ჩარგალში, სახალხო ზეიმ მიხაობას დაესწრნენ.  საკუთარ ქვეყანაზე და პოეზიაზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცი მიხა ხელაშვილი, ავტორი მრავალი ლექსისა, ეროვნული მოძრაობის მონაწილე, 25 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე მოკლეს, ცხედარი კი  დუშეთის მილიციის ეზოში დააგდეს ხალხის დასაშინებლად.  მიხას დამ, სალომემ,  ძმის  ნეშტი მოიპარა და  ჩარგლის ეკლესიის ეზოში, დედის საფლავთან მალულად დამარხა. მიხას ლექსები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა,  მათ შორისაა „ლექსო ამოგთქომ, ოხერო",  რომელიც 100-ზე მეტი წლისაა. 

26 იანვარი 2022