საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
პატრიარქის ჩოხოსნებმა თელავის სადროშოდან (მეთაური - გიორგი ტალიური) სვეტიცხოველში, უკანასკნელი ბუმბერაზი მეფის - ერეკლე II-ს საფლავზე კიდევ ერხელ დადეს ფიცი:
- ყოველთვის ვეთაყვანებოდით ჩვენს ღირსეულ, გამორჩეულ წინაპრებს და კეთილმსახურ სამეფო საგვარეულოს.
მათგან ერთ-ერთი პატარა კახია. არასდროს გამოგვიტოვებია მისი დაბადების დღე, 7 ნოემბერი, და 11 იანვარს, მის გარდაცვალების დღეს, ყოველთვის ვიხსენიებთ.
პატარა კახმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა თავის ქვეყანას და თავისსავე ერს. რაც მან შეძლო ერისთვის, დღეს შეუძლებლად მიგვაჩნია.
არ დავიღლებით მისი მოხსენიებით, სანამ ვართ, პაპას (ასე ვეძახით თელავში) დავიწყება არ უწერია და მის საფლავთან უამრავჯერ მივალთ და ქედს მოვიხრით მის წინაშე.
26 იანვარი 2022