საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების გორის სადროშო (მეთაური – იასონ დეკანოსიძე) კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს (ხელმძღვანელი თინა ბრეგვაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი ხათუნა დალაქიშვილი) ესტუმრა პატარა ჩოხოსნებთან ერთად. ღონისძიების არსი ის გახლდათ, რომ ნორჩ ჩოხოსნებს გულითადი მეგობრობის სითბო შეეტანათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლებთან და მათთვის ერთი ბედნიერი დღე ეჩუქებინათ. მათი შეხვედრის, დამეგობრებისა და ჩახუტების შემსწრე საზოგადოების განცდებს, რომელთა შორის სასულიერო პირებიც გახლდნენ, უცრემლოდ არ ჩაუვლია. ბავშვებმა საინტერესო პროგრამა წარმოადგინეს, მათ შორის შეჯიბრება კულინარიაში.
საპატრიარქოს ჩოხოსნები მადლობას ვუხდით გორის სადროშოს მეთაურს და წევრებს ბრწყინვალე ღონისძიებისთვის, რომელსაც არავინ დაუტოვებია გულგრილი და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა ურყევი ჭეშმარიტება: თუ რამე გადაგვარჩენს, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული !!!
26 იანვარი 2022