• შემოგვიერთდით
ჩოხოსანთა არქივიდან - დღე - სასწაული! 19 სექტემბერი, 2019 წელი

9 სექტემბერს, გორის მუსიკალურ კოლეჯში, ჩატარდა პოეტ დავით ახლოურის საიბილეო-შემოქმედებითი საღამო.
დამსწრე საზოგადოებამ გულთბილად მიიღო დავით ახლოურის ახალი კრებული „მზის საუფლოში" და მასში წარმოდგენილი პოეტური ნაწარმოებები.
იუბილარმა პოეტმა გარდა კრაბულში შესული ნაწარმოებებისა, საზოგადოებას გააცნო თავისი ახალი ლექსები.
დარბაზში გაჟღერდა დავით ახლოურის ლექსებზე შექმნილი სიმღერებიც.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა დავით ახლოური, ხოლო საქართველოს პატრიარქის ჩოხოსანთა საზოგადოების გორის სადროშოს თავმჯდომარემ -    იასონ დეკანოსიძემ მიულოცა იუბილე დავით ახლოურს და, როგორც ახლად გაწევრიანებულ ჩოხოსანს, საჩუქრად გადასცა ხანჯალი და ლომისის წმინდა გიორგის ხატი.

18 იანვარი 2022