• შემოგვიერთდით
საშობაო ალილო საფრანგეთში

საფრანგეთის სადროშოს ჩოხოსნების თაოსნობით, ქალაქ სან-ბრიეში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვების მონაწილეობით საშობაო ალილო გაიმართა. ათობით ბავშვი ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რის შემდეგაც ქალაქ პლერინის მართლმადიდებლური ტაძრიდან დაიწყო მსვლელობა. მეალილოეებს ქართველები ტკბილეულითა და საშობაო ნობათით ეგებებოდნენ. ალილოს ორგანიზება თეა გოგიჩაიშვილმა და მამა სპირიდონ გრიგოლაშვილმა გაუწიეს. პატარები ეწვიენ შ.შ.მ.პირებს და მათ ოჯახებში  მცირე კონცერტი გამართეს, შემდეგ კი ერთად იზეიმეს მაცხოვრის შობის დღესასწაული. 

17 იანვარი 2022