საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
9 იანვარს, საფრანგეთში, ასოციაციასთან „პატარა საქართველოს სან-ბრიეში“ არსებულმა ქართულმა სკოლამ და ნორჩმა ჩოხოსნებმა გამართეს საშობაო ღონისძიება, სადაც მიწვეული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. დამსწრე საზოგადოებაში სუფევდა პოზიტიური განწყობა, სიყვარული, ერთობა და სამშობლოსთან სიახლოვის განცდა. ღონისძიების ბოლოს ქართველმა თოვლის ბაბუამ ყველა პატარას გადასცა საჩუქრები.
17 იანვარი 2022