• შემოგვიერთდით
ჩოხოსანთა არქივიდან -გორში დედაენის დღე აღნიშნეს - 14 აპრილი, 2019

14 აპრილს გორელებმა უკვდავ იაკობ გოგებაშვილს მიაგეს პატივი. საპატრიარქოს გორის სადროშოს (მეთაური იასონ დეკანოსიძე) წევრები იაკობს მშობლიურ სოფელს-ვარიანს ესტუმრნენ, თან იახლეს განსხვავებული შესაძლებლობების მქონე საოცრად ტკბილი მოზარდები, დაამეგობრეს ვარიანის სკოლის მოსწავლეებთან და იქაურობას ახალი ნერგები შემატეს. 

ასეა, საპატრიარქოს ნორჩი ჩოხოსნები უფროსი თაობისგან  სწავლობენ მამულის სიყვარულს. ეს გრძნობაა სწორედ ჩვენი გადამრჩენელი და არა ის ფსევდოფასეულობები, რომლებსაც ასე ურცხვად გვაძალებენ. 

13 იანვარი 2022