საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის - ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას.
სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო, ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით.
მეუფე თავს კარგად გრძობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას.
მეუფე სტეფანეს სახელით მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის.
გილოცავთ შობა-ახალ წელს, მრავალს დაესწარით - ინფორმაცია ჭყონდიდის ეპარქიის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს
04 იანვარი 2022