საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მოგეხსენებათ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის შესახებ კომენტარიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უკვე გააკეთა.
ამჯერად გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მიტროპოლიტ სტეფანეს ფოტოსურათზე, რომელიც ასევე გავრცელდა მედიასივრცეში.
სამწუხაროდ, აღნიშნული ფოტო გასაჯაროვდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე - არც თავად მიტროპოლიტი სტეფანე, ისევე როგორც ეპარქიის პრესსამსახური და სხვა უფლებამოსილი პირები, არ იყვნენ გაფრთხილებულნი აღნიშნულის შესახებ.
შემაშფოთებელია, რომ მედიასაშუალებები, მათ შორის, საეკლესიო თემატიკის გვერდებიც კი, ასე უნებართვოდ და თვითნებურად ავრცელებენ პირად და სენსიტიურ ფოტომასალას.
02 იანვარი 2022