• შემოგვიერთდით
პრეზიდენტის მილოცვა, საქართვველოს კათალიკოს პატრიარქის, აღსაყდრებიდან 44 წლისთავისადმი.

თქვენო უწმინდესობავ, სრულიად საქართველოს ვულოცავთ თქვენი აღსაყდრების დღეს! თქვენი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განუზომელია. თქვენ შეძელით ძნელბედობის ჟამს შეგნარჩუნებინათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და საქართველოს ეკლესიის ერთიანობა და ამ უმძიმეს პასუხისმგებლობას დღემდე უდიდესი ერთგულებით ატარებთ. დღეს კვლავ დადგა მძიმე დრო, როცა ჩვენი ერი და ბერი საქართველოს ეკლესიის მეთაურისაგან მოელის ხალხისათვის ქრისტიანული და ქართული ზნეობრივი ნორმების ჩვეული მამობრივი მზრუნველობით შეხსენებას. სწორედ ჩვენი ზნეობრივი ნორმების დაცვამ უნდა გახადოს შესაძლებელი არსებული პოლარიზებულ გარემოში საქართველოში ერთმანეთის პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ფორმირება, რომლის გარეშე შეუძლებელია საერთო თანხმობის მიღწევა ეროვნული მნიშვნელობის სახითხებზე. საქართველოს თქვენი სახით ჰყავს ქრისტიანული და კავკასიური ზნეობის ბურჯი და სწორედ თქვენი ღვაწლი მაძლევს უდიდეს იმედს, რომ ჩვენი საზოგადოება დარჩება ერთგული ქართული, კავკასიური და ქრისტიანული ზნეობის და ჩვენი ღირსეული წინაპრების ღირსეული შვილები ვიქნებით. ჩვენი მრავალფეროვანი საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მხნეობას ერისა და ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობისთვის ლოცვაში. სიყვარულით და პატივისცემით სალომე ზურაბიშვილი.

25 დეკემბერი 2021