საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მათი შეფასება, მათივე სამხილია და ცხადყოფს, რომ ე.წ. კრიტიკული მედია საკუთარ თავს თუ სამყაროს ცენტრში არა, საქართველოს ცენტრში კი ნამდვილად ხედავს. საქართველოს ხსნა ამ მედიასაშუალებების დაფინანსებაზე გადის თურმე და დაურეგულირებელი აზარტული თამაშების სოციალური შედეგები სახსენებელიც არაა იმ უბედურებასთან, რაც ერს დაემართება, თუ რამდენიმე თოქშოუ დაიხურება.
ვუჭერთ მხარს ყველა ინიციატივას, რაც ერის სიჯანსაღეს შეეშველება. წერს თავის ფეისბუქ გვერდზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
საუბარია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ, და რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.
16 დეკემბერი 2021