საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა პროფირემ სერბეთის უსინათლოთა კავშირის 75 წლისა და ბიბლიოთეკების ასოციაციის 50 წლის იუბილეზე ბრძანა, რომ იგეგმება წმინდა წერილის ხმოვანი ვერსიის ჩაწერა.
„გვინდა, ჩავწეროთ წმინდა წერილი სრულად, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა, რათა დავასაჩუქროთ ისინი, ვისაც კითხვა არ შეუძლია. უკვე მზად არის ფსალმუნების აუდიოვერსია“,- განაცხადა უწმინდესმა პორფირემ.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრი ფიზიკური მხედველობის მქონდე ადამიანი ხშირ შემთხვევაში ბრმაა, მაშინ, როდესაც ფიზიკურ მხედველობას მოკლებულთ აქვთ ჭეშმარიტი სულიერი ხედვა და ესმით ადამიანის არსებობის საიდუმლო.
„განურჩევლად იმისა, გვაქვს თუ არა გარეგანი ხედვა, ჩვენ ყოველდღე უნდა გავანათოთ ჩვენი შინაგანი სამყარო ჭეშმარიტი სინათლით... სწორედ მაშინ შევიცნობთ მთელ არსსა და ჭეშმარიტებას, ვითარცა ჩვენს გამათავისუფლებელ ნათელს“,- დასძინა პატრიარქმა. ( წყარო - " საპატრიარქოს უწყებანი")
14 დეკემბერი 2021