საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
თურქეთში ორ ქრისტიანულ ეკლესიას აუქციონზე გაყიდიან
ავსტრიული გამოცემა „Kronen Zeitung“-ის ცნობით, თურქეთში ორ ქრისტიანულ ტაძარს აუქციონზე გაყიდიან.
სავარაუდოდ, ტაძრები იყიდება თურქეთში დღეს არსებული წვავე ეკონომიკური კრიზისის გამო შემცირებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესასვსებად.
ქ. ბურსას ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია 441 000 ევროდ, ხოლო ქ. მარდინის სირიული მართლმადიდებლური ეკლესია 507 500 ევროდ იყიდება.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ თურქეთის ოპოზიციონერი დემოკრატი დეპუტატი გარო პაილანი სასტიკად აღაშფოთა. მან თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის მკაცრად მიმართა და ჰკითხა: „თქვენ ეს არ გაღელვებთ ბატონო მინისტრო?! მსოფლიოს რომელიმე კუთხეში მეჩეთი რომ გამოეტანათ გასაყიდად, დიდი ალბათობით მთელი თურქეთი ამის წინააღმდეგ გამოვიდოდა“. (წყარო - "საპატრიარქოს უწყებანი")
14 დეკემბერი 2021