• შემოგვიერთდით
პატრიარქის ჩოხოსანმა ნინო საბაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

29-30 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ  მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ აფრიალდა ქართული დროშა. საკუთარი ხარჯებით წასული საქართველოს პარა-მკლავჭიდის ეროვნული ნაკრები 2021 მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 

და რაოდენ სასიხარულოა, რომ  ამ გუნდის წევრი  პატრიარქის ჩოხოსანი  ნინო საბაშვილიცაა. 

შეგახსენებთ ნინოს მიღწევებს სპორტის ამ სახეობაში: მკლავჭიდის საქართველოს 2 - გზის ჩემპიონი, ევროპის 5 -გზის პრიზიორი, მსოფლიო 3- გზის პრიზიორი, მსოფლიო ვიცე ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი. ასევე წოლჭიმის მსოფლიო თასის 3 -გზის ვიცე ჩემპიონი. ვულოცავთ ნინოს კიდევ ერთ გამარჯვებას! 

 ერს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოში  უძლიერესი სამი მამაკაცი (მათ შორის პატრიარქის  ჩოხოსანი  ლაშა ტალახაძე) და ჰყავს ნინო საბაშვილისნაირი ძლიერი ქალები, დაჩოქება არ უწერია!

რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროსა და  საქართველოს ეროვნული მკლავჭიდის  ფედერაციისგან მეტი ყურადღება და თანადგომა სპორტის ამ სახეობას სასიკეთოდ წაადგებოდა. 

10 დეკემბერი 2021