საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
რუმინეთის ეკლესია ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენის წინააღმდეგია
ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენის გაუქმების თხოვნით რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუმინეთის პრემიერ-მინისტრსა და დეპუტატთა პალატას მიმართა.
რუმინეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენა არ უნდა იყოს საჭირო, რადგან ღვთისმსახურება ადამიანის სულიერი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ისევე როგორც მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში შესასვლელად მოქალაქეებს არ ევალებათ კოვიდპასპორტის წარდგენა, რადგან ისინი მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, ასევე მორწმუნეთა ფიზიკური მონაწილეობა სატაძრო ღვთისმსახურებაში მათ სულიერად ასაზრდოებს და აჯანსაღებს. ეკლესიაში საზოგადო ლოცვისას მორწმუნეს ურთიერთობა აქვს უფალთან და თავის ახლობლებთან. ერთობლივი ლოცვით უიმედობაში მყოფ ადამიანს ნუგეში და უფალთან ურთიერთობის სიხარული ეძლევა“, - აღნიშნულია რუმინეთის საპატრიარქოს მიმართვაში. -(წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
09 დეკემბერი 2021