საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება
მამა თეიმურაზი 1978 წელს დიაკვნად აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 1979 წელს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე,
41 წლის განმავლობაში, იგი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს რწმენასა და მრევლს.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სხვადასხვა დროს კი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრითა და ორი ჯვრის ტარების უფლებით.
დეკანოზ თეიმურაზს 2021 წლის 9 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ და ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)
09 დეკემბერი 2021