• შემოგვიერთდით
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობასთან აბორტის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა აქცია გაიმართა

უცხოეთის რელიგიური ქრონიკა
  აშშ-ის უზენაესი სასამართლოს შენობასთან აბორტის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა აქცია გაიმართა
  ამერიკის შეერთებულ შტატებში, უზენაესი სასამართლოს შენობასთან აბორტის მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა აქცია გაიმართა. ორივე მხარეს მრავლად იყო სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი.
  უზენაეს სასამართლოში მისისიპის შტატის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელიც კრძალავს ნაყოფის მოშორებას 15 კვირის ორსულობის შემდეგ. უწინ აღნიშნული სფეროს კანონმდებლობა ემყარებოდა 1973 პრეცედენტს, კერძოდ, „როუ უეიდის წინააღმდეგ“ საქმის განაჩენს, რომლის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით აბორტი კანონიერად მიიჩნეოდა 24 კვირის ორსულობამდე.
  აბორტის მომხრეთა აქცია დაიწყო 1 დეკემბერს ქ. ვაშინგტონის ლუთერანულ ეკლესიაში, სადაც სხვადასხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ, მათ შორის, „ებრაელ ქალთა ნაციონალურმა საბჭომ“ და „კათოლიკეები არჩევანისთვის“, კონფესიათშორისი მსახურება ჩაატარეს. სწორედ აღნიშნულმა ჯგუფებმა შეიტანეს საჩივარი უზენაეს სასამართლოში.
  მეორე მხარეს აბორტის მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანმა რელიგიურმა ჯგუფებმა მოიყარეს თავი. ლიბერთის უნივერსიტეტისა და ევანგელისტ ქრისტიანთა კოლეჯის სტუდენტები შეიკრიბნენ და ერთად ასრულებდნენ საგალობლებს. (წყარო - საპატრიარქოს უწყებანი)

03 დეკემბერი 2021